სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი რა გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ

ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვწყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
თავისი მმართველობის პირველ 4 წელიწადში ნაციონალურმა მოძრაობამ:1. რუსი ფეოდალისგან გაათავისუფლა აჭარა2. ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ დააბრუნა კოდორი3. სახელმწიფოს კონტროლი აღადგინა პანკისის ხეობაში4. დაასრულა ადამიანთა გამოსასყიდისთვის გატაცების რუტინული პრაქტიკა5. დაასრულა შეკვეთილი მკვლელობები (ხაბეიშვილი, კახი ასათიანი, სანაია და სხვები), რაც აღდგა ივანიშვილის პირობებში (კიწმარიშვილი, ხარძიანი და სხვები)6. დაასრულა მანქანების გატაცებისა და "დავაზვრატების" პრაქტიკა7. დაიბრუნა ჯავახეთი და ის ინფრასტრუქტურით დაუკავშირა დანარჩენ საქართველოს8. დაიბრუნა და ტურიზმისთვის გახსნა სვანეთი9. საქართველოდან გაიყვანა რუსული სამხედრო ბაზები10. გააუქმა ძაღლობა და შექმნა პატრული11. დაასრულა უმაღლესში "მოწყობის" ტრადიცია და შემოიღო ერთიანი ეროვნული გამოცდები12. დაამარცხა კორუფცია - ისე, რომ მოქალაქეთა 98%-ს კორუფცია აღარ ეხებოდა, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე13. დაამარცხა ქურდული სამყარო და ორგანიზებული კრიმინალი14. დაახლოებით 100(!) ადგილით წასწია წინ ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში15. გააუქმა 21 გადასახადი და დატოვა მხოლოდ 616. გააუქმა 900-მდე ლიცენზია და ნებართვა - შესაბამისად, მოგვაშორა პარაზიტი ბიუროკრატების მთელი კასტა17. რამდენჯერმე გაზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი18. მრავალგზის გაზარდა 14 ლარიანი პენსია და მიზერული ხელფასები. დაიწყო მათი დროული, სისტემატური გაცემა (მანამდე წლობით არ გაიცემოდა)19. მესამე და მეოთხე წელს მიაღწია ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს (დაახლ. 11-12%)20. პრაქტიკულად ცარიელ ადგილზე შექმნა ქართული ჯარი და საფუძველი ჩაუყარა ქართულ სამხედრო წარმოებას21. დაასრულა დენის გრაფიკი, დაგვავიწყა "ფიდერები", მეცხრე ბლოკი და უზრუნველყო 24-საათიანი ელექტრომომარაგება22. მიაღწია ქვეყნის სრულ ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთისგან23. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაამყარა 1.4-მდე!*****ახლა გეკითხებით - რა გააკეთა თავისი მმართველობის პირველი 4 წლის მანძილზე ქართულმა ოცნებამ?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100