სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე შშმ პირთა ცენტრს ეწვია

დღეს, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა.

სოფიო ბაკურიძე გაეცნო დაწესებულების საქმიანობას, მოინახულა ცენტრის ბენეფიციარები და დაინტერესდა მათი საჭიროებებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ბაკურიძემ სარეაბილიტაციო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

„მოხარული ვარ, რომ დღის გარკვეული პერიოდი ამ ცენტრში და მის უნიჭიერეს ბენეფიციარებთან ერთად გავატარე. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ბავშვების მონდომებითა და შესაძლებლობებით. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მათმა ნამუშევრებმა და ცენტრში ამ ადამიანებისათვის შექმნილმა გარემომ მოახდინა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საზოგადოებაში ინტეგრირება, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების. ჩვენ ამისათვის არ დავიშურებთ ძალისხმევას და ერთობლივი შრომით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“ - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ.

შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს „თანა“ სრული რეკონსტრუქცია 2013-2014 წწ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით ჩაუტრდა. დღის ცენტრში შექმნილია შშმ პირთათვის საჭირო ადაპტირებული გარემო, დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, მათ შორის რეაბილიტაციისათვის საჭირო საშუალებებით. ცენტრში 150-ზე მეტი შშმ პირი, საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების პროგრამების ფარგლებში ღებულობს სამედიცინო, სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებას.

ცენტრში ასევე ფუნქციონირებს მარტოხელა დედების თავშესაფარი, ამჟამად აქ 22 ბენეფიციარი იმყოფება. მათი ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯებს პროგრამის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს.


სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100