სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

EUGMP ექსპერტები ქართული ფარმაცევტული საწარმო “ჯი-ემ-პი“-ში

ფარმაცევტულმა კომპანია „ჯი-ემ-პი“ ერთადერთი საწარმოა ამიერკავკასიაში, რომელიც წამლის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს ფარმაცევტული წარმოების სტანდარტის „GMP”-ს მიხედვით ახორციელებს. თანამშრომლები მუდმივად გადინ სწავლებას სტანდარტთან დაკავშირებული სიახლეების დანერგვის მიზნით. ამჯერად, EUGMP ექსპერტებმა ევროპის შესაბამისობის აკადემიის ექსპერტმა ბატონმა კრისტოფერ ბერჯესმა და ევროპის QP ასოციაციის და ECA დამფუძნებელმა ბატონმა რიჩარდ ბონერმა ქართული ფარმაცევტული საწარმოს კომპანიის თანამშრომლებს „სათანადო წარმოების პრაქტიკის“ გარკვეული სპეციფიური საკითხები გააცნეს.

„თანამშრომელთა მუდმივი განვითარება არა მხოლოდ ბაზარზე კომპანიის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, არამედ იმისათვის, რომ წარმოებული პროდუქცია სათანადო სტანდარტებს შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოების ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განათლება-განვითარებასა და სტანდარტთან დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციები გააცნოს“- განაცხადა ევროპის QP ასოციაციის და ECA დამფუძნებელმა ბატონმა რიჩარდ ბონერმა.

ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100