სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის ავტომანქანებს შეიძენს

ჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის (სოფლის ექიმებისათვის) მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში 11 ავტომანქანის შესაძენად გათვალისწინებულია 200,000 ლარი.

ავტომანქანების გადაცემის შემდეგ გაიზრდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მობილურობა და მოსახლეობას დროულად მიეწოდება სამედიცინო მომსახურება.

სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის უწყვეტი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სამინიტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს ადგილზე დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად ურიცხავს 300 ლარს, ბარში დასაქმებულებს 150 ლარს.

სოფლის ექიმის მობილობის გაზრდის მიზნით 2014 წელს სამინისტრომ შეიძინა 21 მაღალი გამავლობის ავტომობილი და სარგებლობაში გადასცა მაღალმთიანი აჭარის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს.

სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სახელფასო ანაზღაურება და პირველადი სამედიცინო მოხმარების მედიკამენტებით უზრუველყოფა, აღნიშნული მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს ექიმამდელი სამედიცინო მომსახურება.
2014 წელს გადამზადდა თემის სამედიცინო პუნქტის 300-მდე მედდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100