სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ დიღომსა და ლილოში გველებს უკვე ხელით იჭერენ

თბილისის სხვადასხვა უბნებში მომრავლებული გველები შხამიანი და სიცოცხლისთვის საშიში არ არიან, - აცხადებენ სპეციალისტები, თუმცა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. მერიის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები დიდ დიღომსა და ლილოში 6 ივლისის ღამის განმავლობაში 14-ჯერ გამოიძახეს და აქედან 11-ჯერ სპეციალისტებმა გველები დაიჭირეს.

თვითმხილველთა თქმით, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები გველებს პირდაპირ ხელით იჭერენ. „თბილისში, ძირითადად, წითელმუცელა და ნაირფერი მცურავია გავრცელებული. ისინი აგრესიულები არიან, მაგრამ შხამი არა აქვთ“, - ამბობს დიდ დიღომში მცხოვრები ხვიჩა, რომელმაც სპეციალისტების მიბაძვით, გველების დაჭერა დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100