CSR კვირეული დაიწყო!

1-9 ივლისს, თბილისში გაიმართება პირველი მასშტაბური ღონისძიება სოციალური პასუხსიმგებლობის მიმართულებით საქართველოში - CSR კვირეული, რომლის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები, მასტერკლასები, საინფორმაციო შეხვედრები და აქციები იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც მოიცავს თანამედროვე სოციალური პასუხისმგებლობა მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში. ამით საქართველოს კორპორაციული პასუხისგებლობის კლუბი ასრულებს ერთწლიან მოღვაწეობას და გადადის მუშაობის თვისობრივად ახალ ეტაპსა და ფორმატზე.

ღონისძიებები შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართება:

· 1 ივლისი - ტრენინგი „გაეროს გლობალური შეთანხმების ანგარიშგების ვალდებულება“

· 6 ივლისი - შეხვედრა „შშმ პირების პრობლემები საქართველოში და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი“

· 7 ივლისი - საჯარო ლექცია „თანამედროვე სოციალური პასუხისმგებლობა და ქართული პრაქტიკა“.

· 7 ივლისი - შეხვედრა „ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპელენტაცია“ (გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაწილეობით)

· 8 ივლისი - შეხვედრა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში“ (შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით)

· 9 ივლისი - კლუბის საერთო კრება (ახალი წევრების დამატება, რეიტინგების სისტემის პრეზენტაცია, სამომავლო გეგმების წარდგენა, წესდების დამტკიცება, გამგეობის ახალი შემადგენლობის არჩევა)

2015 წლის 27 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრას“ ინიციატივით დაფუძნდა „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს. კლუბის მისია მდგომარეობს საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობაში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარი