სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორელისის საჩუქარი პატარებს!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სანაყინე “MORELLIS” -მა, საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ორგანიზებით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უმასპინძლა.
„მორელისში“ პატარებმა და მათ მშობლებმა სრულიად უფასოდ უგემრიელესი ნაყინი, ნამცხვრები და წვენი მიირთვეს.
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ „მორელისის“ ყველა თანამშრომელს დიდ მადლობას მოახსენებს გულისხმიერებისთვის და გამოჩენილი ყურადღებისთვის.
თქვენ ბავშვებს ნამდვილი ზეიმი აჩუქეთ! მათ დიდხანს დაამახსოვრდებათ ეს მშვენიერი დღე!
„სოციალური პარტნიორობა“ იმედს გამოთქვამს, რომ “MORELLIS”–ის მსგავსად, სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან ქველმოქმედებაში და მონაწილეობას მიიღებენ ბავშვების გახარებაში!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100