სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს

აბანოთუბანში, აბანოების თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი აბანოებისთვის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ და ავტომანქანებს მოძრაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, რამაც მძღოლებში პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეები ადგილზე თბილისის მერის, დავით ნარმანის მისვლას ითხოვენ. მანამდე კი, გზის გახსნას არ აპირებენ. შეგახსენებთ, რომ გოგირდის აბანოები პროტესტის ნიშნად სამი დღით დაიხურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100