სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის #12 საპყრობილეს მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ხატები და საეკლესიო ფსალმუნები.

გამოფენას ესწრებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, „დიტო ცინცაძის ფონდის“ წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარებულ გამოფენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გულით გაკეთებული ნამუშევრები. საოცარია, რომ პატიმრები ჩაკეტილი სივრციდან ეხმარებიან დაავადებულ ბავშვებს. ეს ძალიან ამაღელვებელია“ - აღნიშნა გიორგი დონაძემ.

„როდესაც ადამიანი საპყრობილეშია გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის, მუშაობითი თერაპია მათ ხელს უწყობს რეაბილიტაციასა და სოციალიაზაციაში. ეს პროცესი უნდა გაფართოვდეს და ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას. როდესაც ისინი დატოვებენ საპყრობილეს იოლად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში და არ იქნება მათთვის უცხო გარე სამყარო,“ - განმარტავს მამა კონსტანტინე გირგაძემ.

„მსაჯვრედებულების მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, რომელიც მათ რეაბილიტაციას ემსახურება მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ მათი ეს ჩართულობა ქველმოქმედებას ემსახურება,“ - განმარტა თამარ ხულორდავამ.

გამოფენდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად „დიტო ცინცაძის ფონდში“ გადაირიცხება. ღონისძიების საინფორმაციო კამპანიას „ჯეპრა“ უზრუნველყოფს. გამოფენა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100