სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი მეან-გინეკოლოგის დაკითხვის გამო დაიხურა

მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლის წინაშე ბრალდებულის ადვოკატებმა დააყენეს და ითხოვეს, რომ ღუდუშაურის სახელობის კლინიკის მეან-გინეკოლოგის დაკითხვა დახურულ რეჟიმში წარმართულიყო.

პროცესის დახურვამდე მეან-გინეკოლოგმა პროკურორების რამდენიმე შეკითხვას მაინც უპასუხა. როგორც ექიმმა აღიშნა, მაგდა პაპიძე მასთან 2015 წლის 23 დეკემბერს კლინიკაში მივიდა და მას ორსულობაზე შესაბამისი ტესტი ჩაუტარდა. ამის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატებმა იშუამდგომლეს, რომ პროცესი დახურულიყო და ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვა დახურულ რეჟიმში წარმართულიყო.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100