სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო მთის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას მიიღებს

მთის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც 2018 წელს საფრანგეთში კურორტ შამონში გაიმართება მონაწილეობას საქართველო მიიღებს.

საქართველოს დელეგაციამ სამიტზე მიწვევა ქალაქ შამონიში მესტიისა და შამონის თვითმართველობებს შორის 8 ივნისს გამართულ რიგით მეორე შეხვედრიზე შამონის მერისგან ერიკ ფურნიესგან მიიღო.

საფრანგეთში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 8 ივნისს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა მესტიისა და შამონის თვითმართველობებს შორის. შამონის მერთან ერიკ ფურნიესთან შეხვედრადს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილიე ზაურ ჩართოლანი დაესწრნენ. ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა შამონის დელეგაციის ვიზიტი სვანეთში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100