სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პური და სანახაობა“ - ახალი ქართული ფილმის პრემიერა

3 ივნისს, 18:00 საათზე კინოთეატრი „ამირანი“ ახალი დოკუმენტური ფილმის „პური და სანახაობა“ პრემიერას უმასპინძლებს.

ორი ახალგაზრდა გადამღებ ჯგუფთან ერთად მიემგზავრება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა გაარკვიონ, თუ ვის ყავს დატყვევებული დათვები. ფილმი სწორედ უვადო პატიმრობაში მყოფი დათვების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც რკინის გალიებში ბრაკონიერების გამო მოხვდნენ.

გადაღებული მასალა მთელი სიცხადით ასახავს დღევანდელ რეალობას, რომლის სიუჟეტიც საქართველოს ლანდშაფტების ფონზე იშლება.

„პური და სანახაობა“ ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია ზურაბ ინაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100