სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა

ბათუმში ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა.
გახსნის ცერემონია ბათუმში სოხუმის 10 გაიმართა .
ჰიპერმარკეტი საზეიმოდ გახსნეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და გორგიას დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ. ცერემონიალს ჰიპერმარკეტი "გორგია" მენეჯმენტთან ერთად, ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე კომპანიის პარტნიორები (თურქეთიდან იტალიიდან,გერმანიიდან, ჩეხეთიდან და მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან) დაესწრნენ .
ჰიპერმარკეტი გორგია განთავსებულია 3000 კვადრატულ მეტრზე და მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს 25 000- მდე დასახელების პროდუქცია. ჰიპერმარკეტის გახსნა ბათუმში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.
ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო.
ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით.
ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100