სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ფილმი „ძმა“ საქართველოს კინოთეატრებში

საქართველოს კინოთეატრებში ქართული ფილმი „ძმა“ გამოდის. საპრემიერო ჩვენება 26 მაისს კინოთეატრ „ამირანში“ 19:00 საათზე გაიმართება. ფილმის „ძმა“ საერთაშორისო პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე 2014 წელს შედგა. მას შემდეგ ფილმმა არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა და ფრანგულ კინოგაქირავებაშიც ჩაეშვა. ფილმი 90-იანი წლების თბილისზე მოგვითხრობს, სადაც ტონი მონტანას და ვიტო კორლეონეს ისტორიებით გატაცებული 17 წლის გიორგი, ცდილობს მის უმცროს პიანისტ ძმას ოცნებების ახდენაში დაეხმაროს. ფილმში მთავარ როლებს კახი კავსაძე, ირაკლი რამიშვილი, ზუკა ცირეკიძე, ნატაშა შენგელაია და ელენა გლურჯიძე ასრულებენ.„ძმა“ საქართველო - საფრანგეთის კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის, ევრიმაჟის, არტეს (france cinema), ფონდის Gan pour le cinema და MPM Film-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის რეჟისორები არიან თეონა და ტიერ გრენადეები, ხოლო პროდიუსერები - მარი-პიერ მასია, ჟულიეტ ლეპუდღ, ზურაბ მაღალაშვილი და სულიკო წულუკიძე. რეჟისორები თავად დაესწრებიან ფილმის ჩვენებას. ისინი სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოვლენ.ფილმის ნახვის შესაძლებლობა კინოთეატრ „ამირანში“ ქართველ მაყურებელს 2-3 კვირის განმავლობაში ექნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100