სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯორჯიან მანგანეზი“-ს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა

დათქმულ დროში, 20 მაისიდან, „ჯორჯიან მანგანეზ“-მა განაახლა მოპოვებითი სამუშაოები და გააუქმა მუშაობის სპეციალურ რეჟიმი, რომელიც შემოღებულ იქნა მეტალურგიულ ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისისა და საწარმოში დაგროვილი მანგანუმის მადნის ჭარბი რაოდენობის გამო. „ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილებაში არსებულმა შვიდმა მაღარომ და ღია კარიერებმასრული დატვირთვით განაახლეს მადნის მოპოვებითი სამუშაოები.

მუშაობის სპეციალური რეჟიმი „ჯორჯიან მანგანეზ“-მა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ამა წლის 20 იანვარს შემოიღო და თავიდანვე მისი მოქმედების ვადა ოთხი თვით განისაზღვრა. განვლილი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა 90%-ს(3400 თანამშრომელამდე) ეძლეოდათ სატარიფოგანაკვეთის(ხელფასის)60%,სრულად უფინანსდებოდათ საოჯახო სამედიცინო დაზღვევა და ასევე კომპანიამ ვალდებულება აიღო დასაქმებულთა საბანკო ვალდებულებების გადახდა, რათა საბანკო გადასახადებით არ შემცირებოდათ ანაზღაურების ნაღდი ფულის წილი.

მუშაობის სპეციალური რეჟიმის პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზ“-მა ჩაატარა კომპლექსური სამშენებლო სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც სრულად გარემონტდა და კეთილმოეწყო ე.წ. ბაზალტების მაღარო, მაღაროელთა მოსასვენებელი სახლი, გარემონტდა ყოფილი სანატორიუმის შენობა და ცენტრალურ დამყვან ფაბრიკასთან რეკონსტრუირება ჩაუტარა 1 კილომეტრიან გზის საფარს.

აღნინული პერიოდის განმავლობაში, „ჯორჯიან მანგანეზ“-მა განახორციელა შეკეთებითი სამუშაოები მაღაროს შიდა ტექნიკურ მოწყობილობებზე, შეიძინა და განაახლა ჩამტვირთავ-მოპოვებითი სპეცტექნიკა.

ჭიათურელთა და კომპანიაში დასაქმებულთა თხოვნით „ჯორჯიან მანგანეზ“-მა საჩუქარი გაუკეთა ქალაქს და მთავარ მოედანზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის კოშკურაზე დაამონტაჟა საათი, რომელიც ზუსტ დროს მოქალაქეებს გონგებით შეატყობინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100