სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დომენიკ სტროს-კანი მეუღლესთან ერთად აღნიშნავს თავისუფლებას

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დომინიკ სტროს–კანი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ სტროს–კანი 2011 წლის 14 მაისს ნიუ–იორკში სასტუმრო Sofitel–ის თანამშრომელზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამ ფაქტის გამო, იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა.

სასტუმროს თანამშრომლის ჩვენების საფუძველზე, სტროს–კანი სასამრთლომ დამნაშავედ ცნო და ნიუ–იორკის ციხეში ჩასვა. მოგვიანებით სასამართლომ მას სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალა და გირაოს სახით მილიონი დოლარი გადაახდევინა.

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ქალი, რომელიც სტროს–კანს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, ცრუ ჩვენებას იძლეოდა.

ამერიკის პროკურატურამ დაადგინა, რომ სასტუმროს თანამშრომელმა ქალმა თავისი წარმომავლობაც დამალა და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გაირკვია, რომ მან აშშ–ს მოქალაქოება მას შემდეგ მიიღო, როცა აშშ–ს მთავრობას თავშესაფარი სთხოვა და იცრუა, თითქოს ის მშობლირ გვინეაში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

სამართლადამცველებმა ისიც გაარკვიეს, რომ აღნიშნული ქალბატონი მონაწილეობდა ნარკოტიკების რეალიზაციასა და ფულის გათეთრებაში.

გაირკვა ისიც, რომ სასტუმროს თანამშრომელი სტროს–კანის ინციდენტამდე, ტელეფონით მამაკაცს ესაუბრა. სამართალდამცველებმა ამ მამაკაცის ვინაობაც დაადგინეს, ის ნარკოტიკების რეალიზატორი აღმოჩნდა.

მიუხედავად ამ ფაქტებისა, სტროს-კანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვის შესახებ საუბარი ჯერჯერობით არ არის. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წინასწარ, მეუღლესთან ერთად ზეიმობს თავის გამარჯვებას. დომენიკმა და მისმა მეუღლემ ენ სინკლერმა საღამო მანჰეტენზე მდებარე იტალიურ რესტორან Scalinatella–ში გაატარეს. როგორც ჩანს, გადახდილმა მილიონმა დოლარმა სტროს–კანის ჯიბეს ბევრი ვერაფერი დააკლო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100