სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლედი დის" თაყვანისმცემლები ჟურნალ newsweek-ის ავანტურამ აღაშფოთა

ამერიკულმა ახალი ამბების ჟურნალმა „ნიუსვიკმა“ მისი თაყვანისმცემლების აღშფოთება გამოიწვია, როცა დიანას "დაბერებული" ფოტოსურათი ახალგაზრდა ქეით მიდლტონთან ერთად გამოქვეყნა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი დედოფალი დიანა დღეს 50 წლის გახდებოდა.

იგი 14 წლის წინ, 36 წლის ასაკში პარიზში ავტოკატასტროფისას დაიღუპა. ამის მიუხედავად, მისი ცხოვრება და სოციალური აქტივიზმი დღესაც დიდ ყურადღებას იპყრობს.

დღევანდელი დღე მისმა თაყვანისმცემლებმა ლონდონში, კენსინგტონის სასახლესთან თავშეყრით აღნიშნეს. დიანამ კენსინგტონში ცხოვრების ერთი ნაწილი გაატარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100