სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანა ტეპლიაკოვას ჩვენი დახმარება სჭირდება!

„სოციალური პარტნიორობის“ ერთ–ერთი ბენეფიციარი 16 წლის ანა ტეპლიაკოვაა. მისი თანატოლები სკოლაში სწავლობენ, მეგობრებთან ერთად სასეირნოდ დადიან, ემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის... ანასთვის კი ეს აუსრულებელი ოცნებაა, მას დაბადებიდანვე მძიმე ავადმყოფობასთან უწევს ბრძოლა.

ტეპლიაკოვების ოჯახში ტყუპების დაბადებას დიდი სიხარულით ელოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ერთი გოგონა დაბადებისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორე –ცერებრალური დამბლის მძიმე დიაგნოზით დაიბადა.

ეს ოჯახისთვის დიდი დარტყმა იყო! მშობლებს ბავშვის დატოვებას სთავაზობდნენ მაგრამ ერთი შვილის დაღუპვის შემდეგ, დედა ვერ დატოვებდა, ასეთ საყვარელ და დაუცველ პაწაწინას.

მამა ვერ გაუმკლავდა შექმნილ პრობლემებს და ოჯახი დატოვა. პატარა ანას ბებია და დედა უვლიდნენ. ისინი, 16 წელია აკეთებენ ყველაფერს, რომ ანამ თავისი მძიმე სენი დაძლიოს და განვითარდეს. ასწავლიდნენ სიარულს, ლაპარაკს... ოჯახის ყველა დანაზოგი ანას წამლებში და სარეაბილიტაციო პროცედურებში დაიხარჯა. მათ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ანამ სიარული და თავისი ემოციების გამოხატვა ისწავლა. გაჩნდა იმედი, რომ გოგონა თავის ავადმყოფობას დაძლევდა.

მაგრამ, სამწუხაროდ, რამოდენიმე ხნის წინ ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. ანას სახსრების მდგომარეობა გაუუარესდა და იგი კვლავ საწოლს მიაჯაჭვა. ეს დიდ ტანჯვას და ტკივილს აყენებს მას. ამჟამად გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ამ ხნის განმავლობაში მიღწეული შედეგები, შეიძლება წყალში ჩაიყაროს.

„საშინელებაა, როდესაც უყურებ, როგორ იტანჯება შენი შვილი და არ გაქვს საშუალება, რომ დაეხმარო მას. არცერთ დედას არ ვუსურვებ ასეთი რამ გამოსცადოს... ანა ვერც ვერაფერს გვეუბნება, ის გაუსაძლისი ტკივილების გამო ყვირის და ჩვენ არც კი ვიცით როგორ დავეხმაროთ მას. მისი მკურნალობის თანხის გადახდა ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია“

ანას ტკივილები რომ შეუმსუბუქონ და გამოჯანმრთელების შანსი მისცენ, დედას ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა სჭირდება. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. ისინი ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობენ, თბილისის ძველ უბანში. მათ ოთახში საწოლიც არ აქვთ. ბებიას და შვილიშვილს, უკვე 16 წელია ერთ გასაშლელ დივანზე სძინავთ, რომელიც დროთა განმავლობაში გაფუჭდა და სადაცაა დაიშლება. ახალი საწოლის ყიდვა მათთვის აუხდენელი ოცნებაა. მთელი თანხა ანასთვის საჭირო წამლებში იხარჯება.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ოჯახს პროდუქტებით და მედიკამენტებით ეხმარება. ექთნები ანას უკეთებენ მასაჟებს, ბანენ და ჰიგიენის მოწესრიგებაში ეხმარებიან. მაგრამ ვერცერთი ფონდი ვერ შეძლებს ამ ოჯახის პრობლემების გადაჭრას. აქ მთელი საზოგადოების ჩართულობაა საჭირო. თქვენი, უმნიშვნელო დახმარებაც კი, ანასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება!

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ დაუცველ ბავშვს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტეპლიაკოვა ანა) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან www.fsp.ge/ge/donate/127/

გაუწოდეთ ამ პატარა ანგელოზს დახმარების ხელი და თქვენი სიკეთე თქვენს შვილებს დაუბრუნდება!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100