სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფილმი "როცა დედამიწა მსუბუქია" საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს

სალომე მაჩაიძის,თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის ფილმი "როცა დედამიწა მსუბუქია" საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს.ფილმი წარდგენილია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული კინოს ფესტივალისgoEast საკონკურსო პროგრამაში. ასევე იგი ნაჩვენები იქნება ავსტრიაში, ლინცისCrossing Europe-ის საერთაშორისო ფესტივალის დოკუმენტური კინოს საკონკურსო პროგრამაში.პარალელურად ფილმის "როცა დედამიწა მსუბუქია" ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა კანადაში გაიმართება, სადაც მისი ჩვენება ტორონტოს დოკუმენტური კინოს საერაშორისო ფესტივალის HotDocs არასაკონკურსო პროგრამაში World Showcase მოხდება."როცა დედამიწა მსუბუქია" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.ფილმი უკვე გახდა IDFA 2015 First Appearanace Award-ისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართული დოკუმენტური ფილმის პრიზის მფლობელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100