სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე მოიულოცა ქართველ ჟურნალისტების პროფესიული დღე მარგველაშვილმა

ქართველ ჟურნალისტების პროფესიული დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„თითოეულ ჟურნალისტს, გულითადად გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

მაღალი პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის თავისუფლების დაცვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა.
თავისუფალი მედია ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, იმისა, რომ მოქალაქეებიც ვიყოთ თავისუფალნი. თავისუფალი მედია ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების უმთავრესი წინაპირობაა.

გისურვებთ შემდგომ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში“ - ნათქვამია მარგველაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100