სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარკ ცუკერბერგი რუსეთს facebook-ს უთიშავს

ფესიბუქის დამფუძნებელი და მფლობელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ საკუთარი ნებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.

"სავარაუდოდ, ხალხის მასების მცირე რაოდენობამ თუ იცის, რომ დედაჩემი წარმოშობით უმანიდანაა(უმანი ქალაქი უკრაინაში ჩერკაჩკის ოლქში), ხოლო მე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რელიგიურობით არ გამოვირჩევი რამდენჯერმე ინკოგნიტოდ ვიმოგზაურე უმანში ჰასიდებთან ერთად როშ-ა-შანას დღესასწაულზე და უკრინას ჩემს მეორე სამშობლოდ მივიჩნევ. სწორედ ამიტომ მე არ შემიძილია ყოველივე იმას ვუყურო გულგრილად, თუ რუსეთი როგორ აანადგურებს ყირიმსა და დონბასს. გარდა ამისა, როდესაც მე ვიმოგზაურე რუსეთში და შევხვდი პრეზიდენტ მედვედევს, მან მე ფეხზე დამაბიჯა და ამაზე ბოდიშიც კი არ მომიხადა, მე ვთვლი, რომ ეს მან გამიზნულად ჩაიდინა. ასე მხოლოდ ველურები და უზრდელი ადამიანები იქცევიან",-ჰყვება მილიარდერი.
გარდა ამისა, ცუკერბერგს გამიზნული აქვს გამოურთოს რუს მომხმარებელს ფეისბუქზე შესვლის უფლება და ასევე მოუწოდა სხვა სოციალურ ქსელებსაც მათ შორის twitter-ს მოიქცეს ანალოგიურად.
"ეს უსიტყვოდ მოუტანს სარგებლობას მსოფლიო ქსელს, რადგან მავნე მოსკოველ ,,ტროლებს“ არ მივცეთ საშუალება იქ მოისაქმონ,-განმარტავს ცუკერბერგი.

ამგვარი სანქციის განხორციელებას რუსეთის წინააღმდეგ ფეისბუქის დამაარსებელი უკვე მიმდინარე მარტის თვიდან აპირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100