სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაპიძეს გონია, რომ მისი შვილი ცოცხალია - ჩაუტარდება თუ არა ქალს ფსიქიატრიული ექსპერტიზა? (ვიდეო)

შესაძლოა მაგდა პაპიძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. განცხადება ამის შესახებ პაპიძის უფლებადამცველმა, მარიამ ფხალაძემ გააკეთა.

"ამ ეტაპზე ის მოცულობა არ გვაქვს, რომ დავაყენოთ მისი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საკითხი. თუ კი სიტუაცია არ შეიცვლება, მერე შევხედავთ უკვე"- აცხადებს პაპიძის უფლებადამცველი.

ადვოკატის, მარიამ ფხალაძის თქმით, პაპიძეს გონია, რომ მისი შვილი ცოცხალია და ითხოვს, რომ მოხდეს მისთვის სასაფლაოს ფოტოს ჩვენება. ადვოკატის განცხადებით, პაპიძემ აღნიშნული მოთხოვნა მასთან შეხვედრის დროსაც დააყენა და ციხის ადმინისტრაციისგანაც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს ბრალად შვილისა და ქმრის მკვლელობა ედება, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/40655

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100