სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ანაწილებენ ქართველები საკუთარ ბიუჯეტს

დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ წინასწარ იციან შემოსავლის რა ნაწილი, რისთვის არის განკუთვნილი. ასეთი ოჯახები, ყველანაირად ცდილობენ ისე გაანაწილონ თავისი შემოსავალი, რომ ყველა აუცილებელი ფინანსური ვალდებულება დააკმაყოფილონ. ასეთი ვალდებულებებია:

  • კომუნალური გადასახადები
  • ქირის გადასახადი
  • ტრანსპორტის ხარჯები
  • საკვები
  • მედიკამენტები
  • განათლების ხარჯები
  • ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ა.შ.

მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც მათ გაუთვალისწინებელ ხარჯთან უწევთ გამკლავება? როდესაც ექიმთან ვიზიტი გადაუდებელია, ან სახლში რაიმე სასწრაფოდ შესაკეთებელია, ან მანქანა ხელოსანთან არის მისაყვანი...

როგორ გავუმკლავდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს?

მსგავს გაუთვალისწინებელ ხარჯებთან შეჯახებისას ბევრი მეგობრებს ან ნათესავებს მიმართავს დახმარებისთვის, მაგრამ ზოგი ელექტროენერგიის ან თუნდაც მანქანის გარეშე დარჩენას ირჩევს, რადგაც ისინი ფულის თხოვნისას თავს კომფორტულად არ გრძნობენ. თუ თქვენ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, მოკლევადიანი სესხები მარტივი და სწრაფი ალტერნატივაა, რომელიც პრობლემას გადაგიჭრით. დაივიწყეთ ყოველი თვის ბოლოს მეზობელთან შესვლა და ხელფასამდე ფულის თხოვნა.

რა არის სწრაფი სესხი?

ასეთი სესხის მიღება ძალიან მარტივია. თუ კი პიროვნებას სასწრაფოდ სჭირდება გარკვეული თანხის სესხება მოკლე ვადით სწრაფი სესხი საუკეთესო გამოსავალია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან ისესხოს გარკვეული თანხა, რომელიც იმ მომენტში ესაჭიროება; იქნება ეს 50 ლარი, თუ 600 ლარი. სესხის მოთხოვნისას იგი თავად ირჩევს სესხის დაფარვის ვადას. ძირითადად სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 თვეა, მაგრამ თუ ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდება სესხის დასაბრუნებლად არსებობს სესხის გადავადების შესაძლებლობა.

როგორც წესი, სწრაფი სესხის პირველადი განაცხადი 15 წუთში მუშავდება. მას შემდეგ, რაც შეავსებთ ონლაინ განაცხადს სესხზე, თქვენ რამდენიმე წუთშივე მიიღებთ პასუხს სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა თქვენს საბანკო ანგარიშზე ჩაგერიცხებათ. ეს ყველაფერი სულ რაღაც 15 წუთში ხდება.

აუცილებელი კრიტერიუმები სესხის მისაღებად:

  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე
  • უნდა იყოთ 20-დან 65 წლამდე
  • უნდა გქონდეთ საქართველოში არსებული ბანკის ანგარიში
  • არ უნდა გქონდეთ აქტიური საკრედიტო დავალიანება
  • უნდა შეგეძლოთ სესხის დროულად დაფარვა.

სწრაფი სესხის კიდევ ერთი პრიორიტეტი პროცესის სიმარტივეა. ონლაინ სესხის მისაღებად თქვენ არანაირი საბუთი არ გჭირდებათ.

სწრაფი სესხები საქართველოში

საქართველოში სწრაფი სესხები რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა, ხოლო ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ჯგუფი „4 Finance”-ის ბრენდის vivus.ge გახლავთ. Vivus.ge მომხმარებელს მარტივ აპლიკაციასა და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. მათ საწყის გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ 50-დან 650 ლარამდე თანხა 30 დღის ვადით. სწრაფი სესხის კალკულატორი მარტივად გაჩვენებთ თუ რა თანხის დაბრუნება მოგიწევთ მითითებული თანხიდან და ვადიდან გამომდინარე. ასევე, თუ თქვენ პირველად სარგებლობთ vivus.ge-ს ონლაინ სესხით, თქვენთვის პირველი სესხი სრულიად უპროცენტოა; ანუ აბრუნებთ ზუსტად იმდენს, რამდენსაც სესხულობთ.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გაუთვალისწინებელი სიტუაცია ხშირად შეიძლება შეიქმნას და ასეთ დროს საჭირო თანხის დროულად მიღება კრიტიკულია. სწორედ ამიტომ, სწრაფი სესხი ასეთი გაუთვალისწინებელი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად საუკეთესო საშუალებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100