სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევანს ძაღლი რომ არ გაეტანა, დაამუხრუჭა, სველ გზაზე მოსრიალდა, ხეს დაეჯახა და ...

ლევანის ჩვენი დახმარება სჭირდება:

ლევანის ცხოვრება ორად იყოფა. ავარიამდე და მის შემდეგ. ძაღლი რომ არ გაეტანა, დაამუხრუჭა, სველ გზაზე მოსრიალდა და ხეს დაეჯახა. ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. უკვე 4 წელია ვერ დადის.

https://goo.gl/pAHpAC
ჩვენი ფონდის ექთნებმა, სამი წლის წინ დაიწყეს ლევანის მკურნალობა და თითქმის შეუძლებელს მიაღწიეს! სარეაბილიტაციო მასაჟების ინტენსიურმა კურსმა შედეგი გამოიღო და ახლა ლევანს ორთეზების დახმარებით გადაადგილება შეუძლია. მაგრამ სამწუხაროდ, რამოდენიმე დღის წინ იგი წაიქცა და მისი ერთადერთი საყრდენი გატყდა.
ლევანს ახლა ძალიან ესაჭიროება ახალი ორთეზები, სიარული რომ გააგრძელოს. ოჯახი, რომლის შემოსავალი მშობლების პენსიაა, ახალი ორთეზების ყიდვაზე ვერც კი ოცნებობს, ძველები კი აღდგენას არ ექვემდებარება.
ჩვენ გთხოვთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, მხარი დაუჭიროთ ლევანს. ნებისმიერი სახის დახმარება მისთვის სიარულის დაწყების შანსია!
თანხა ორთეზების შესაძენად შეგიძლიათ გადმორიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ლევან გრიგორიანი) ან ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/113/
ასევე თანხის ჩასარიცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეისბუკ გვერდზე განთავსებული ღილაკი «donate now»

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100