სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ რას წერს გარდაცვლილი თოკოს ბაღის მასწავლებელი,ბავშვის, რომლის მკვლელობაში დედაა ბრალდებული

ნახეთ რას წერს გარდაცვლილი თოკოს ბაღის მასწავლებელი თეო მეშვილდიშვილი, ბავშვის, რომლის მკვლელობაში დედაა ბრალდებული: ჩემს პატარა წიწილებს ერთი პატარა ანგელოზი გამოაკლდა... რომ შემეძლოს ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი და გაჩუქებდი სიცოცხლეს.
დღეს ყველაფერი დუმდა, ყველაფერს ხალისი ქონდა დაკარგული... დღეს, მთელი დღე ჩემი თვალები შენ გეძებდა... ყველა შენზე ვსაუბრობდით , შენი მეგობრები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ, ვერ გაეგოთ რა მჭირდა...
ბოლოს გადავწყვიტე და შენ მეგობრებს უთხარი რომ შენ გადაწყვიტე წასულიყო ცაში, სადაც ცხოვრება ლამაზია, მშვენიერი და ყველა ანგელოზია... მაგრამ ჩვენთან ერთად იქნები ყოველთვის და ჩვენს გულებში, თან იციან რომ შენ ცაში ხარ და იქიდან გვიყურებ... მაგრამ ჩემს ჭკვიანებს კითხვები დაებადათ : - თოკო ივლის ბაღშიო?
-იქ ეყოლება მეგობრებიო?
- ჩვენ ხომ არ დავავიწყდებითო??
იცი შენზე ზრუნავენ და დარდობენ ჩემო თბილო...
ძალიან დაგვწყვიტე გული
ჩემი მხიარული, ჩემი ცელქი და სიცოცხლით სავსე თოკო,(ჩემთვს წოწო) როგორ გიხაროდა ცხოვრება, როგორი ხალისით ისწავლე ჩემო პატარა ლექსი დედაზე ... რა დაუშავე ჩემო პატარა შენს დედიკოს

Posted by Magda Papidze on 2015 წლის 29 აპრილი, ოთხშაბათი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100