სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვალი მაქვს მაღაზიის, რით გადავიხადო არ ვიცი“ - 86 წლის დევნილი ბებოს გაჭირვება

თბილისის ზღვის დასახლებაში რამდენიმე ასეული დევნილი ცხოვრობს, მათი ყოფა ყველასგან განსხვავებული და მძმეა.

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას წლებია ამაოდ ოცნებობენ. მათ შორის არიან 86 წლის დომნა გურჩიანი და მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვაჟი, დავითი, რომლებიც აქ 1993 წელს, აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ დასახლდნენ.

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შემოსავალი თვიდან თვემდე იმდენად მცირეა, რომ საკვების შესაძენადაც არ ყოფნით. ამიტომ ყოველდღიურად დათოს დედისთვის მზა სადილი უფასო სასადილოდან მოაქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100