სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, კერძო სადაზღვეო კომპანიაში უნდა იყოს დაზღვეული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეფორმებზე კომენტარი გააკეთა კლინიკა „მედინას“ ქირურგმა რაულ ბოლქვაძემ. ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა პაციენტებს მისცემს სტიმულს, რომ დროულად მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გართულებები.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმისადმი ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, რადგან, პირველ რიგში, მოსახლეობაში გამოსწორდება ჯანმრთელობისადმი მიდგომა და მეორეს მხრივ, გაიზრდება მიმართვიანობა ექიმთან, სამედიცინო დაწესებულებებში“, აცხადებს ბოლვაძე.

ექიმმა ასევე ისაუბრა იმ წინაპირობებზეც, რომლის განხორციელებაც, მისი აზრით, დადებითის ეფექტის მომტანი იქნება პირველადი ჯანდაცვის რეფორმისას.

„რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები იყვნენ უზრუნველყოფილნი, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსური კუთხით, ისინი ასევე უნდა იყვნენ კვალიფიციურნი თავის სპეციალობაში და შესაბამისად გადამზადებულნი“, – მიაჩნია მედიკოსს.

ბოლქვაძე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა ძალიან კარგია, მაგრამ აქვს რამდენიმე ისეთი ნიუანსი, რაც საჭიროებს გამოსწორებას.

„რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, მას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ არის მცირედი ხარვეზებიც. მხედველობაში მაქვს, რომ პაციენტი, რომელიც არის მატერიალურად კარგ მდგომრეობაში, აქვს საკუთარი ბიზნესი და ასე შემდეგ, მას თანადაფინანსება გეგმიურ ოპერაციებზე არ სჭირდება და არც უნდა ჰქონდეს. ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, კერძო სადაზღვეო კომპანიაში უნდა იყოს დაზღვეული და მისი ჯამრთელობის მდგომარეობის მიხედვით ჩატარებული მკურნალობა უნდა აუნაზღაურდეს კერძო სადაზღვეო კომპანიების მიერ. მხოლოდ სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები უნდა დააზღვიოს სახელმწიფომ. რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, რა თქმა უნდა, ეს მნისვნელოვანი პრობლემაა და საჭიროა ამაზე ზრუნვა. ზოგადად, მედიკამენტების ხარისხის მაკონტროლებელი სისტემაც, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მოისუსტებს და კარგი იქნება თუ ამ საკითხსაც სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვნად მიუდგება“, – აცხადებს რაულ ბოლქვაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100