სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნარუშილოვკების" სკანდალურ საქმეზე შს მინისტრის პირველი განცხადება

"ნარუშილოვკების" სკანდალურ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრი პირველ განცხადებას აკეთებს. როგორც ის ამბობს, დაწყებულია გამოძიება და ყველა დამნაშავე პირი დაისჯება. მინისტრის თქმითვე, მომზადებულია ახალი კანონპროექტები, რომლის მიხედვითაც რეგულაციები დაიხვეწება.

"ეს საშვები გაიცემა 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ პროცესის ადმინისტრირება უფრო მარტივი გახდება. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს. აქვე ვიტყვი, რომ მინების დაბურვის ბრძანება და სხვა რეგულაციები, ამის პროექტები მზად არის," - ამბობს შს მინისტრი.

სკანდალური ვიდეოკადრების ერთი ნაწილი უკვე გავრცელდა და მისი ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნაწილის გავრცელებას კი ყოფილი პოლიციელი დღეს გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100