სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლომ გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დააკმაყოფილა გიგი უგულავას და მისი ადვოკატების შუამდგომლობა და ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სხდომა გადაიდო.
ლაშა ჩხიკვაძემ მომდევნო სხდომა ამ საქმეზე ხვალ, 12.00 საათზე დაინიშნა.
მანამდე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ვინაიდან დღეს დანიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას პატიმრობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხდომა, მათ გააჩნიათ ტექნიკური დეტალები მოსაგვარებელი და შესაბამისად, იშუამდგომლეს სხდომის გადადების შესახებ. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დღეს საბოლოო სიტყვას ვერ იტყვის და მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს 17.00 საათზე დანიშნული პროცესი.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განმარტა, რომ ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნული პროცესი თავისი მნიშვნელობით დღესვე დასრულდება, არსებობს შესაძლებლობა, რომ დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა ხვალ წარმოთქვას.
შესაბამისად, პროცესი ხვალ, 12.00 საათზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმით გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100