სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მამულიჩა" სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე ”მამულიჩა” სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.
საქმის პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა პროცესამდე ცოტა ხნით ადრე "ინტერპრესნიუსსს" განუცხადა, რომ სხდომა გადაიდებოდა და შენmamuliობა დატოვა.
ცოტა ხანში, საქმის პროკურორი მოსამართლის თანაშემწესთან მივიდა, რის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან თანაშემწე გავიდა და განმარტება არ გაუკთებია, როდის დაიწყებოდა პროცესი. ამ პერიოდში, ბრალდებულის ახლობლებთან და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, დარბაზში იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ორი წარმომადგენელი, თუმცა მათ მედიისთვის არ უცნობებიათ, რატომ ჭიანურდებოდა პროცესი. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ კახა მამულაშვილი მეორე სართულზე, მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არც ერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.
მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი სასამართლოს ეზოში, ავტომობილში ჯდებოდა.
"ინტერპრესნიუსი" სასამართლოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მამულაშვილის საქმეზე წინასასამართლოს სხდომის სხვა დარბაზში გამართვის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა, კერძოდ, მე-12 დარბაზში არ მუშაობდა მიკროფონი, რის გამოც სხდომა ჩატარდა მე-18 დარბაზში.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, რატომ არ აცნობეს ჟურნალისტებს სხვა დარბაზში სხდომის გადატანის შესახებ, განმარტეს, რომ ამის შესახებ თავადაც არ იცოდნენ.
კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100