სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელი ქალი ერთსქესიანი ქორწინებების რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო, შეიძლება ციხეში ჩასვან

კიმ დევისი - „მე მზად ვარ წავიდე ციხეში!“

კენტუკის შტატის როუენის ოლქის ჩინოვნიკი კიმ დევისი შესაძლოა პირველი ამერიკელი ქრისტიანი გახდეს, რომელიც შეიძლება ციხეში ჩასვან ერთსქესიანი ქორწინებების რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო.

დევისის მოვალეობებში შედის ოლქში ქორწინების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა.

„მე ყველაფერი ავწონ-დავწონე და მზად ვარ წავიდე ციხეში. საქმე არც პედერასტებსა და არც ლესბოსელებშია. საქმე იმაშია, რომ აუცილებელია უფლის კანონების დაცვა. სამსახურში მისვლამდე მე არ ვტოვემ ჩემს სინდისსა და სულს ავტომობილში.“ - აცხადებს დაპატიმრებული ქალბატონი.

მას შემდეგ, რაც კიმ დევისმა უარი განაცხადა ერთსქესიანი ქორწინებების რეგისტრაციაზე, მის მეუღლეს სახლის დაწვით, ფიზიკური ძალადობით და მეუღლის მის თვალწინ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ხოლო თავად კიმს კი მოკვლით დაემუქრნენ.

აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ დევისი დაავალდებულა ერთსქესიანი ქორწინებების მოწმობების გაცემა. სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება. კონსტიტუციური სასამართლო კი საერთოდ არ ჩაერია ამ საკითხში.

დევისი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად არ აპირებს საკუთარი მრწამსის წინააღმდეგ წასვლას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 26 ივნისს აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე დააკანონა ერთსქესიანი ქორწინება.

მიუხედავად იმისა, რომ კიმ დევისი თავისუფლებაზეა, არ წყდება მისი, როგორც სინდისის პატიმრის სისხლისსამართლებრივი დევნა!

5 დღიანი პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლემ კიმ დევისი გააფრთხილა, რომ, თუ კვლავ გაიმეორებს თავის საქციელს და მოადგილეების საქმეშიც ჩაერევა, მაშინ მისი გასამართლება იქიდან გაგრძელდება საიდანაც დაიწყო...
თანამოაზრეებთან საჯარო შეხვედრისას ციხიდან ახლადგამოსულმა დევისმა განაცხადა: „მე ჩემს სინდისს არასდროს ვუღალატებ“...
მისივე თქმით, იგი არც სამსახურის დატოვებას აპირებს.

საქართველოში არსებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეა" გმობს კიმ დევისის დაპატიმრების იდეას და 10 სექტემბერს 10 საათზე ამერიკის საელჩოსთან სოლიდარობის აქციას გეგმავს. „ ქართული იდეა“ თვლის, რომ ეს გახლავთ ლგბტ უფლებების საბაბით ადამიანის რელიგიური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითი...

წყარო: http://ru.euronews.com/2015/09/03/kentucky-official-jailed-for-refusing-to-recognise-gay-marriages/

http://www.foxnews.com/opinion/2015/09/03/exclusive-kentucky-clerk-am-prepared-to-go-to-jail.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100