სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საერთაშორისო სახლი ახალ სასწავლო კურსს იწყებს

საერთშორისო სახლი www.ihtbilisi.ge ახალ სასწავლო კურსს იწყებს. მსმენელებს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან შეუძლიათ. ხოლო სწავლა 15-16 სექტემბერს დაიწყება. სასწავლო ცენტრი სტუდენტებს ხარისხიანად ასწავლის ინგლისურ ენას, რაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელთა დამსახურებაა.

სასწავლო ცენტრში სწავლების თანამედროვე მეთოდი გამოიყენება. ყურადღება ექცევა ინგლისურად მეტყველებას, რაც ხელს უწყობს საკომუნიკაციო უნარის განვითარებას. საერთაშორისო სახლში შესაძლებელია ზოგადი ინგლისურის შესწავლა, საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება, ბიზნეს ინგლისურის შესწავლა, ინგლისურის პროფესიული მიზნებისთვის შესწავლა; საბანკო-საფინანსო ინგლისური, ინგლისური ექიმებისთვის და ჟურნალისტებისთვის. ასევე, მასწავლებელთა პროფესიული მომზადება.

საერთაშორისო სახლში ინგლისურის 8 დონეა. ერთ დონეზე სწავლის ხანგძლივობა 4 თვეა. მსმენელები ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან ცენტრში. სწავლის დასრულებისას კი სერთიფიკატს იღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100