სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფო ბედია სტუმრად ქობულეთის პანსიონში

ქობულეთის პანსიონში ნამდვილი ზეიმი მოეწყო. ბავშვების თხოვნით პანსიონს სტუმრად ეწვია ცნობილი მომღერალი სოფო ბედია. პანსიონში ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვები თბილისიდან, რომლებიც ზაფხულში ისვენებენ ქობულეთში.

საღამომ ფანტასტიურად და ძალიან მხიარულად ჩაიარა, სოფომ შეასრულა რამდენიმე სიმღერა, მას აყვნენ ბავშვებიც. ბავშვებმა ასევე შეასრულეს სხვადასხვა ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და ბევრი იხალისეს. ასევე სოფოს მოუყვნენ თავიანთი ამბებიც. შეხვედრის მიწურულს ერთად მიირთვეს სადღესასწაულო ტორტი და სოფოსთან და მის მეუღლესთან ბატონ მიშა მესხთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებისთვის ეს დღე იყო ძალიან თბილი და დასამახსოვრებელი; ასევე დიდი სითბოთი და ემოციებით სავსემ დატოვა სოფომ პანსიონი.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დიდ მადლობას უხდის სოფო ბედიას და მის მეუღლეს გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100