სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი „ამერიკის კინოაკადემიისთვის“ 2015 წლის კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი „ამერიკის კინოაკადემიისთვის“ 2015 წლის კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს.

განიხილება ფილმები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:


o 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე, 7 დღის ვადაში ფილმი უწყვეტად იდგა/დადგება კინოთეატრში;

o აღნიშნულ ფილმს გააჩნია კინოინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი რეკლამა (აფიშა, თრეილერი);

o ფილმი უნდა იყოს მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე.

o ფილმი, კინოთეატრში პრემიერამდე, არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;

o ფილმის შემოქმედებით ჯგუფში მეტწილად უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და/ან რეზიდენტები;


· განაცხადში ფილმის პროდიუსერმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება წარმოადგინოს ფილმი განსახილველად.

· პროდიუსერმა განაცხადს უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია კი დარჩება კინოცენტრის არქივში.

· წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვერსიას.

· განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმზე მომუშავე პირების სია (Credit List) ინგლისურ ენაზე, კინოცენტრის/კინოაკადემიის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში.

ფორმატი:

1. ფილმის სათაური ინგლისურად

2. ფილმის სათაური ქართულად (ლათინური ასოებით)

3. გამოშვების წელი, ხანგრძლივობა, შავ-თეთრი/ფერადი, ფორმატი

4. ჟანრი

5. ქვეყანა ( კოპროდუქციის შემთხვევაში - ქვეყნები )

6. მსახიობები

7. პროდიუსერი

8. რეჟისორი

9. სცენარის ავტორი

10. ოპერატორი

11. მემონტაჟე

12. ფილმის მუსიკის ავტორი (კომპოზიტორი)

13. ფილმის მხატვარი

14. კოსტიუმების მხატვარი

15. ფილმის მოკლე ანოტავია (150 სიტყვამდე)


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით ვაშაძეს.

Email : [email protected]

სხვა პირობები:

· იმ შემთხვევაში თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კომერციულ კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე.

· კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისათვის გაიმართება სექტემბერში.

· საქართველოდან „ამერიკის კინოაკადემიისთვის“ 2015 წლის კანდიდატი ფილმი კომისიის წევრების მიერ განხილვისა და კენჭისყრის შედეგად შეირჩევა.

(კომისიის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100