სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნება საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნება საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი.

ცენტრი, რომელიც საჯარო ადმინისტრაციის სფეროში კადრების და რესურსების მომზადებას ისახავს მიზნად, მუშაობას საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყებს.

საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი საწყის ეტაპზე წელიწადში 12-14 ათას საჯარო მოხელეს გადაამზადებს.

ტრენინგები იქნება როგორც საბაზისო, ისე - თემატური.

ცენტრი ასევე გახსნის ფორუმს საჯარო პოლიტიკის განხილვისა და საერთაშორისო დებატებისთვის.

ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს უკვე არსებულ უწყებრივ სკოლებსა და აკადემიებთან, ასევე, გაითვალისწინებს გერმანიის საჯარო ადმინისტრირების ფედერალური აკადემიისა და პოლონეთის საჯარო ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის გამოცდილებას

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100