სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაალ სულაკაური სტუმრად “სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში

საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ცოტა ხნის წინ ცნობილი მხატვარი და ყველა ბავშვისთვის საყვარელი ადამიანი - ზაალ სულაკაური ეწვია.

ბავშვები დიდი ხანია იცნობენ მის შემოქმედებას და ძალიან სურდათ მისი ახლოდან გაცნობა. ეს სურვილი მათ ფონდმა აუსრულა და ბატონო ზალიკოც ეწვია ბავშვებს სტუმრად, რა თქმა უნდა ფანქრით, მარკერით და სხვა სამხატვრო ინსტრუმენტებით შეიარაღებული.

ბავშვებს ჩაუტარა ხატვის გაკვეთილი და ასწავლა მარტივად სხვადასხვა ცხოველების და ჩანახატების გაკეთება. ბავშვებიც მის თითეულ მარტივ მოძრაობას იმეორებდნენ და მეტნაკლებად კარგად გამოსდიოდათ იგივეს გაკეთება.

ეს დღე ბავშვებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა, ისინი ძალიან მოიხიბლნენ ხატვით და ბატონ ზალიკოსთან ურთიერთობით.

საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს 2013 წლის 28 მაისიდან.

ეს არის პირველი საოჯახო ტიპის სახლი საქართველოში, რომელიც შეესაბამება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს. იგი უკვე გახდა ათეულობით ბავშვის სახლი მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან.

აქ ბავშვები დღე-ღამის განმავლობაში გარემოსილი არიან მასწავლებლებისა და აღმზრდელების ზრუნვითა და სითბოთი. მათ აქვთ კომფორტული პირობები ცხოვრებისა და სწავლისათვის, შეუძლიათ სპორტში და სხვა საყვარელ საქმიანობაში ჩაბმა. ფონდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ საუკეთესო პირობები და ნათელი მომავალი.

"სოციალური პარტნიორობა" დიდ მადლობას უხდის ზაალ სულაკაურს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის, რომ ბავშვებს ერთი ლამაზი დღე აჩუქა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100