სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყლულეთის მამაოების გასაჭირის შესახებ ინფორმაცია ცრუ განგაში აღმოჩნდა

სოფელ წყლულეთის მაცხოვრებლებისა და საეკლესიო პირების გასაჭირის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა, ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ადასტურებენ, რომ სოფელ წყლულეთის მცხოვრებლები და ბერ-მონაზვნები გასაჭირში არ იმყოფებიან

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელ წყლულეთის მცხოვრებლები და ბერ-მონაზვნები გასაჭირში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ზარის ინიციატორი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებდა. მისი თქმით, მომხდარმა სტიქიამ სოფელი წყლულეთის გზა მთლიანად გაანადგურა, რის გამოც შეუძლებელი იყო არა მარტო ტრანსპორტით, არამედ ფეხით გადაადგილებაც.

შსს-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხრიდან ამ ფაქტზე მოხდა სწრაფი რეაგირება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ გადამოწმდა, როგორც ქვემო, ასევე, ზემო წყლულეთში არსებული ვითარება და დადგინდა, რომ სოფელ წყლულეთში მცხოვრებლები და ბერ-მონაზვნები გასაჭირში არ იმყოფებოდნენ.“ -ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100