სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისა და მედია ჰოლდინგ დრონი.ჯი-ს სპეციალური განცხადება

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი და მედია ჰოლდინგი დრონი.ჯი (presa,ge, droni.ge, itv.ge, people.ge, sportline.ge) ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ჩვენი თანამოქალაქეების გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

მზად ვართ გამოვხატოთ თანადგომა უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების მიმართ და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში.

ამავე დროს, მოვუწოდებთ ჩვენ მკითხველებსა და მაყურებლებს, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

გვჯერა რომ ერთობა, გულისხმიერება და ტოლერანტობა საუკეთესო გზაა ამ ტრაგედიას დაძლევისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100