სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამწუხაროდ ეს თბილისში ხდება

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ფერდობზე ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებისთვის წვიმა სერიოზულ პრობლემებთან ასოცირდება, რადგან ეზოში ასფალტი არ არის და ყოველი წვიმის შემდეგ სადარბაზოებთან მისასვლელი გზა ტალახით იფარება.

“იმის გამო, რომ ეზოში არ არსებობს წყლის კოლექტორი (ასფსლტზე არაფერს ვამბობ) ყოველი წვიმის დროს ეზო და კორპუსის საძირკველი ივსება წყლით და ლაფით!!! პატრონი არ გვყავს, გამგებელი მობრძანებული იყო მაგრამ იმის მერე უკვე საკმარისი დრო გავიდა მაგრამ თავად ხედავთ რაც ხდება!!! რამდენიმე ადამიანს ჯერ კიდევ შარშან ვუამბე ამ პრობლემის შესახებ ( ჩემს პოსტებსაც გამოეხმაურნენ აქ) შემდეგ წელსაც ვესაუბრე მაგრამ რათ გინდა. ალბათ მერიასთან უნდა დავდგა კარავი და დავიწყო აქცია რომ წყლის კოლექტორი გაგვიკეთონ და წვიმის წყალმა არ წაგვლეკოს !!!!!!” - წერს სოციალურ ქსელში აღნიშნული კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100