სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამგებელი 100-ჯერ დაგვპირდა, მაგრამ პირობა პირობად დარჩა. დაგვეხმარეთ!

ქობულეთის მოსახლეობა სანაპირო ზოლის მოუწესრიგებლობით შეწუხებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით დრონი.ჯი-ს რედაქციაში მოვიდა წერილი, რომელსაც თან ახლავ დაბინძურებული და მოუვლელი სანაპიროს ფოტოები.

„საერთოდ არ ყავს პატრონი ამ ქალაქს, ბევრჯერ მოვითხოვეთ სანაპირო ზოლის მოწესრიგება, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ქობულეთის გამგებელს სულაც არ ანაღვლებს მსგავსი პრობლემები, უკვე 100-ჯერ შეგვპირდა, მაგრამ პირობა პირობად დარჩა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი აქვეყნებს იმ კადრებს რაც აწყობს და მსგავს ადგილებს საგულდაგულოდ უმალავს მედიას. იქნებ დაგვეხმაროთ და გამოაქვეყნოთ ეს ფოტოები“ - ნათქვამია წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100