რუსული მედიის ცნობით კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკები იყო

რუსული მედია ქართველი მსახიობის კოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზებზე წერს.

„მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი ქართველი მსახიობის ნომერში შპრიცი და თეთრი ფხვნილი იპოვეს. ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით თოლორდავა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.“ - ნათქვამია ენტევეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა ამ დროისათვის შემოწმება მიმდინარეობს" - ამ ინფორმაციას კი რუსული გამოცემა იტარ-ტასი ავრცელებს

კოტე თოლორდვას ცხედარი სამართალდამცველებმა მოსკოვის სასტუმროს ნომერში 11 აპრილს 16:00 აღმოაჩნეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის გამთენიისას გარდაიცვალა. მსახიობი მოსკოვში გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად 9 აპრილს ჩავიდა და ის რამდენიმე დღეში უკან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.

კომენტარი