სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში „სექსი გამოძახებით“ კლავს

„ფასიანი“ საყვარელი სექს–მომსახურების დამკვეთს მაშინ გაუსწორდა, როცა ეს უკანასკნელი გაუპატიურებაში დადანაშაულებით დაემუქრა. მარტოობისგან სასოწარკვეთილმა ქალბატონმა ინტიმური შეხვედრა „კაცი გამოძახებით“ სერვისის მამაკაცს შეუთანხმა, ამ უკანასკნელმა კი უთანხმოების ნიადაგზე, დამკვეთი მოკლა და შემდეგ სახლი დაწვა.

36 წლის ელენას, ახლობლები მხიარულ და სიცოცხლისმოყვარე ადამიანად თვლიდნენ. ერთადერთი რაც ღმერთმა არ მისცა მას – ოჯახური ბედნიერება იყო. თითქოს ელენას ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდიოდა – ერთ–ერთი სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელი იყო, ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, მაგრამ ის ერთადერთი მამაკაცი, რომელზეც ნებისმიერი ქალბატონი ოცნებობს, მას ვერ შეხვდა.

მამაკაცის სითბოს მოკლებულმა, ბევრჯერ ბალიშში თავჩარგულად მტირალმა ელენამ გადაწყვიტა „ფასიანი“ საყვარლის მომსახურების გამოყენება, ამან კი სისხლიან ტრაგედიამდე მიიყვანა. კვამლის დანახვის შემდეგ, რომელიც იმ ბინიდან გამოდიოდა, სადაც ელენა ცხოვრობდა, მეზობლებმა სახანძრო ავტომობილი გამოიძახეს. მეხანძრეებმა კი დამწვარ სახლში მოკლული ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს.

სხეულის ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ იგი მხეცურად იყო მოკლული. „მკვლელმა მას, სამზარეულოს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა. შემდეგ სახლი დაწვა და გაიქცა“ – აღნიშნავენ კანონდამცველები. მკვლელი ოთხი დღის შემდეგ დააკავეს. 30 წლის ულუგბეკი მოსკოვში ერთ–ერთ ბინაში, არაოფიციალურად ცხოვრობდა და ფულს „ფასიანი“ საყვარლობით შოულობდა. მოკლული კი ულუგბეკის ერთ–ერთი მუდმივი კლიენტი იყო.

დაკავებულმა აღწერა, თუ რა ხდებოდა ელენას უკანასკნელ პაემანზე. დამნაშავის სიტყვებით, ელენას სასიყვარულო ურთიერთობის გაგრძელება სურდა, მაგრამ ახალგაზრდა საყვარლისგან უარი მიიღო და ამის შემდეგ ქალი ულუგბეკს გაუპატიურებაში ბრალის დადებით დაემუქრა. „დაკავებული ირწმუნება, რომ მუქარამ შეაშინა და სწორედ ამიტომ მოკლა ელენა. მას გასამართლება განზრახ მკვლელობისთვის ემუქრება“ – აღნიშნავენ ადვოკატები.

ელენას დედა აღნიშნავს, რომ ქალიშვილი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა. ეკლესიებში დადიოდა და მრევლთან მეგობრობდა. მშობლებს ერთი რამ სწყინდათ – ქალიშვილმა ქალური ბედნიერების მოპოვება რომ ვერ შეძლო. „ლენაჩკა დაქორწინებული არასდროს ყოფილა და არც შვილები ჰყავდა. როგორც მე ვიცი, სერიოზული ურთიერთობა მამაკაცთან მან უკანასკნელად 2003 წელს დაამთავრა.“ – აღნიშნა გარდაცვლილის დედამ. მკვლელის ნამდვილი სახელი ცნობილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ელენა თავის სასიყვარულო ურთიერთობაზე უახლოეს მეგობარს უყვებოდა, თუმცა, გარდაცლილმა მამაკაცის სურვილის გამო, მათი გაცნობა ვერ მოახერხა.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100