სანდრა რულოვსმა თვითმფრინავში მგზავრები გააოცა

კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის წარმომადგენელი ლაშა ფარულავა სანდრა რულოვსისი შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

"დღეს თბილისიდან სტამბულამდე და სტამბულიდან ბრუსელამდე დაგვემგზავრა ქალბატონი სანდრა რულოვსი. მგზავრების გაკვირვებული სახე არასდროს დამავიწყდება, როცა ქალბატონი სანდრა ეკონომ-კლასის მგზავრებისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მათ შორის მეც გაკვირვებული დავრჩი ქალბატონი სანდრა ორი ჩემოდნით ხელში მარტო რომ დავინახე, მერე ყველას მოგვესალმა და აკადემიური სიმშვიდით დაიკავა კუთვნილი ადგილი.
ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ სტამბულის აეროპორტში მგზავრები ერთმანეთს ასწრებდნენ რომ სანდრას ჩემოდნების წაღებაში დახმარებოდნენ. ყველაზე მაგარი ლედი ყავდა საქართველოს თქვა ერთ-ერთმა მგზავრმა და გზა განაგრძო...


კომენტარი