სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცრემლების გარეშე ცოტა ძნელია წაიკითხო: მე, ყველაზე ერთგული მეგობარი დავკარგე!!!

,,ჩემს ძაღლზე დაწერეთ, გთხოვთ!''–მომწერა უცნობმა ფეისბუკის მეგობარმა...

ავტობუსიდან ფეხი ჩამოვდგი თუ არა, ფეხებში მომებლანდა ...
სახლამდე მომყვა ...
დილით, ზღურბლს გადავაბიჯე და...
ხმა არ გავეცი, არ ამეკიდოს მეთქი...
ასე გაგრძელდა თვეზე მეტი...

საშინელ წვიმაში მოვყევი, ტაქსში ჩავჯექი და მძღოლმა, რა უნდა მომცე იმდენი, რასაც დამაზარალებო...
კარებთან დამხვდა, ისიც სულ გაწუწული იყო, ისეთი თვალებით შემომხედა, შემეცოდა და სახლში შემოვუშვი...

გარდერობის წინ, ძველი პლედი დავაფინე და აქ დაწექი მეთქი, წყალი და ხაჭაპური დავუდე...
გაბედა და გამთენიისას საძინებელში შემოიპარა... ჩემს საწოლთან მოკალათდა და ხვრინვა ამოუშვა...
დილით ხვრინვით ძილგატეხილმა ვუსაყვედურე, მან კი, ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა...

შინ დავტოვე , მე კი, წავედი სამსახურში...
სახლს რომ მივუახლოვდი, რატომღაც ფანჯრისკენ გავაპარე მზერა...
ოდნავ გადაწეული ფარდიდან მოპარულად მიყურებდა...
გულში სითბო ჩამეღვარა, რა მაგარი გრძნობაა, როცა იცი, რომ ვიღაც გელის...

ერთი წელი იცხოვრა ჩემთან, ერთი წელი ჩემი ერთგული მეგობარი იყო...
იმ საშინელ დღეს კი, დაღლილი მოვედი და მარტო წავიდა სასეირნოდ...
რომ დააგვიანდა, გავყევი ჩვენი სეირნობის ქუჩას...

გული გამიჩერდა, თვალებში სინათლე ჩამიქრა, ტროტუართან წავაწყდი, სისხლის გუბეში იწვა და გმინავდა...
გონზე რომ მოვედი, დაჩოქილი ვიყავი მომაკვდავ მეგობართან და ვტიროდი...

იმ დღის გახსენება, ახლაც მზარავს...
ისე წავიდა ჩემგან, სახელიც კი ვერ დავარქვი...
სიკვდილის მერე მივხვდი, რომ მისი ნამდვილი სახელი ,,მეგობარი'' იყო...
მე, ყველაზე ერთგული მეგობარი დავკარგე!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100