სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ნაღმი”-ს მთავარი როლის შემსრულებელი საქართველოში დაცვასთან ერთად.

სარკე სტუდიის ახალი პროექტი “ნაღმი”-ა, რომლის დახურული ჩვენება კინოთეატრ ამირანში გაიმართა, 23 ოქტომბრიდან კი მას საზოგადოება იხილავს. 

 ფილმის გადაღებები ბირთვისში და გურიაში მიმდინარეობდა, თრილერში ქართველებთან ერთად უცხოელი მსახიობებიც იღებენ მონაწილეობას. როგორც ფილმის შემქმნელები ყვებიან, გადაღებები ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს სპენსერ ლოკს საქართველოში დაცვაც დაახვედრეს, თუმცა ორ დღეში ის უკან გაუშვა.

 არ ვიცოდი სად ჩავდიოდი და რა დამხვდებოდა, აქ კი საოცარი გარემო, ულამაზესი ხედები და ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი, ისინი დღეს ჩემი მეგობრები არიან. - აცხადებს სპენსერ ლოკი

  გადაღებების პერიოდში ამერიკელმა მსახიობებმა ბათუმიც მოინახულეს, და დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვეს საქართველო.

  ფილმში უცხოელ მსახიობებს პარტნიორობას კოტე თოლორდავა, გიორგი ცაავა, ელენე ბეზარაშვილი და ნანა კიკნაძე უწევენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100