სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტუდენტმა სიყვარულის გამო 30 კილო მოიკლო, გაინტერესებთ როგორ?

რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში სტუდენტმა სიყვარულის გამო 30 კილოგრამი მოიკლო. ახლა სერგეი პოპოვი 90 კილოგრამს იწონის და სასურველი სხეული მან 5 თვეში მიიღო.

„გახდომა 2009 წელს დავიწყე, მაშინ 16 წლის ვიყავი, სიმაღლეში 185 სანტიმეტრი ვარ და 120 კილოგრამს ვიწონიდი. ზედმეტი წონის გამო მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები: ასთმა, ართრიტი, ტახიკარდია. ჯანმრთელობა მართალია მადარდებდა, მაგრამ ფორმაში ჩადგომის სტიმული მაინც სულ სხვა რამ გახდა, სიყვარულში არ მიმართლებდა და როდესაც საყვარელ გოგონას ჩემს გრძნობებში გამოვუტყდი, პირდაპირ ჯანდაბაში გამიშვა. გადავწყვიტე რაღაც შემევცალა, წონაში მოკლება ჯიბრის გამოც გადავწყვიტე, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ჩემი უარყოფით შეცდომა დაუშვა. გახდომა ნელ-ნელა დავიწყე, თავიდან სახლში ტრენაჟორზე დავრბოდი დღეში 15 წუთი, მერე ვარჯიშს მოვუმატე, როდესაც თბილი ამინდები დაიწყო სირბილი ჰაერზე გავარგძელე და 15 წუთიდან 2 საათზე ავედი. კილოგრამებზე მეტად იმას ვაკვირდებოდი თუ როგორ გამოვიყურებოდი სარკეში. კვების რაციონის შეცვლაც მომიწია.“ - იხსენებს სერგეი.

წონაში კლების დროს სერგეის საკვები რაციონი შემდეგნაირი გახლდათ:

საუზმე: ხაჭო ან კვერცხი

სადილი: წვნიანი ან ქათმის ხორცი ბრინჯით

ვახშამი: მოხარშული ხორცი

წახემსება: ბანანი და ვაშლი

აკრძალული საკვები: ტკბილი, ცომეული, ჩიპსები, გაზიანი სასმელები და სხვა მავნე პროდუქტები.

ამჟამად სერგეი ისევ ჩვეულებრივად იკვებება, თუმცა ვაკონტროლებს, რომ დღის განმავლობაში მიღებული კალორიები იმავე დღეს ვარჯიშით დავწვას. შედეგად მას ლამაზი სხეული აქვს და პირად ცხოვრებასა და სიყვარულშიც უმართლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100