ფოტორეპორტაჟი „დაბოლილი“ კანადიდან და მაისის აქციებზე ნაცემი ბობი ბრაუნი

მაისის ყოველ პირველ შაბათს მსოფლიოს მრავალ ქალაქში ეწყობა ყოველწლიური აქცია – მარიხუანას ყოველწლიური მარში, რომლის მონაწილეები მარიხუანას სამედიცინო და პირადი დანიშნულებისთვის გამოყენებას, ანუ „პლანის“ ლეგალიზებას ითხოვენ.

ამ აქციას სათავე 12 წლის წინ დაედო, წელს კი მსვლელობისადმი სოლიდარობა სამასმა ქალაქმა გამოხატა მსოფლიოს 40–ზე მეტი ქვეყნიდან. ტორონტო ამ ქალაქების სიაში ლიდერობს, რადგან აქ პირველი მარში ჯერ კიდევ 1999 წელს ჩატარდა. ამას გარდა, ტორონტოში ჩატარებული მარშები დიდი აქტივობით გამოირჩევა. მედიისა და ორგანიზატორების ცნობით, 2011 წლის მაისში აქციაში მონაწილეობა 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

უამრავმა ადამიანმა ტორონტოს ჩები „ტარიანის შეკეთებითა“ და „ჩილიმის“ ქაჩვით შემოიარა. დემონსტრანტებს პოლიცია მიაცილებდა, თუმცა, რანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. დემონსტრაციის მონაწიილეთა ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, აღმკვეთი ღონისძიება გაეუქმებინათ ცნობილი ტორონტოელი „ბოლისა“ და კანაბისის ლეგალიზაციისთვის აქტიური მებრძოლ – მარკ ემერისთვის. ეს ცნობილი ადამიანი, სხვადასხვა ფონდის დამაარსებელი და „კანადის მარიხუანის პარტიის“(Marijuana Party of Canada) დამფუძნებელი და ლიდერი დაახლოებით ორი წლის წინ სამართალდამცავებმა აშშ–ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მოთხოვნით დააკავეს.

ორგანიზატორთა მონაცემებით, პოსტსაბჭოთა სივრცის ქალაქებიდან მათ მხოლოდ სამარა და კიევი შეუერთდა. როგორც ჩანს, მარშის ინიციატორებმა არაფერი იციან თბილისში, „სახალხო კრების“ აქციებზე, ტელევიზიის წინ გამოჩენილი ბობი ბრაუნის შესახებ, რომელიც სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქციაზე მარიხუანას ლეგალიზება მოითხოვა.

„დრონი. ჯი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს „დაბოლილი“ ტორონტოდან და თბილისელი ბობი ბრაუნის ვიდეოისტორიას.

კომენტარი