სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენსაცია: რელიგიის წარმომადგენლები 1 სექტემბერს ცნობილ ფეხბურთელებს სტადიონზე შეერკინებიან

რომი. რომის ოლიმპიურ სტადიონზე ვატიკანის ინიციატივით ა/წ-ის 1 სექტემბერს ჩატარდება საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფეხბურთის ვარსკვლავები და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები.

მინდორზე, სხვათა შორის, გამოვლენ, ლიონელმესი, ზინედინ ზიდანი, იუტო ნაგამოტო, ანდრეა პირლო, ჟან-ლუიჯი ბუფონი, სამუელ ეტო'ო, რობერტო ბაჯო და ხავიერ ძანეტი.

საქველმოქმედო მატჩის ინიციატორია ვატიკანი.

როგორც ა/წ-ის 23 ივლისს ვატიკანში განაცხადეს, "რელიგიათშორისი ფეხბურთის" ჩატარების ინიციატივა მოიწონეს 2013 წლის აპრილში, რომის პაპთან იტალიისა და არგენტინის გუნდების შეხვედრისას. სწორედ მაშინ დათანხმდა პონტიფიკი მილანის "ინტერის" და არგენტინის ნაკრების ხავიერ ძანეტის წინადადებას რელიგიათშორისი დიალოგის განვითარების მიზნით ჩაეტარებინათ საფეხბურთო მატჩი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა შორის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100