სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომ არა ფოტოები ამ საოცარ ისტორიას არავინ დაიჯერებდა

ბოსვანიში ორმა ფოტოგრაფმა საოცარი ისტორიის ამსახველი ფოტოები გადაიღო და მთელი სამყარო შოკში ჩააგდო. ისტორია კი შემდგი გახლავთ.

ვეფხვმა ბაბუინი (მაიმუნის ერთ-ერთი სახეობა) მოკლა, ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ის რაც შემდეგ მოხდა გამაოგნებელია.

მოკლულ ბაბუინს შვილი ჰყავდა, დაობლებული პატარა ბაბუინი გაიქცა და თავდამხმელისგან დამალვის მიზნით ხეზე აცოცება სცადა, მაგრამ ის ძალზედ პატარა და სუსტი იყო და ეს ვერ მოახერხა.

ვეფხვი ნელა მიუახლოვდა პატარა ბაბუინს, ფოტოგრაფები ჩასაფრებულნი იყვნენ სისხლიანი კადრების გადასაღებად, მაგრამ ვეფხვმა პატარა ბაბუინის მოკვლის ნაცვლად მასთან თამაში დაიწყო, ნელ-ნელა პატარა ბაბუინი დამშვიდდა და დედის მკვლელს თამაშში აჰყვა.

ვეფხვისა და პატარა მაიმუნის მიმართ ინტერესი გამოხატა ლომმა, თუმცა ფეფხვი მას თავს დაესხა და პატარა ცხოველისთვის ზიანის მიყენების უფლება არ მისცა.

ამ სცენებს ახლომდებარე ხიდან აკვირდებოდნენ სხვა ბაბუინები, როგორც კი ვეფხვმა ყურადღება მოადუნა, ერთ-ერთმა მათგანმა პატარა მაიმუნი მოიტაცა.

(იხილეთ სტატიაზე მიბმული ფოტოები)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100