სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

CDI: droni.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

(2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები 24 მაისი - 14 ივნისი, 2014)

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ (CDI) განაახლა მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში.

მონიტორინგი ხორციელდება 2014 წლის 15 აპილიდან 2014 წლის 30ივნისის ჩათვლით და მოიცავს საინფორმაციო პორტალის ტიპის 12 ყველაზე რეიტინგულ ქართულ ვებგვერდს: netgazeti.ge, droni.ge, pirveliradio.ge, liberali.ge, news.ge, presa.ge, civil.ge, tabula.ge, reportiori.ge, for.ge, dfwatch.net, palitratv.ge. მოცემული, მესამე პერიოდის ანგარიში მოიცავს მედიამონიტორინგის შედეგებს 24 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით.

მონიტორინგის ამ პერიოდში droni.ge-მ შედარებით ნაკლებად აქტიურად გააშუქა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ვებგვერდზე არ შეიმჩნევა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად პრემიერმინისტრი (39%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (15%), კოალიცია „ქართული ოცნება“ (10%) და მთავრობა (9%) გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა(იხ. დიაგრამა 2).

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში, გასულ წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, ვებგვერდზე შეიმჩნევა ცვლილებები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის, ასევე სუბიექტთა გაშუქების ბალანსის კუთხით. droni.ge-ზე აღარ გვხვდება შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ droni.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა ნაკლები სიხშირით გააშუქა პოლიტიკური საკითხები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100